ბრაკონიერობა

ეკოლოგია,ბუნება ეს არის ორი რამ,  რასაც მეთევზე უნდა სცემდეს პატივსმაგრამ ასეთ ადამიანებში გამოერევიან ბოროტ მოქმედებიც ,როგორებიც არიან ბრაკონიერები ,რომლებიც უკანონოდ ,არალეგალურად ნადირობენ ან თევზაობენ.
ამ კატეგორიის საფრთხეს მიეკუთვნება უნებართვო თევზაობის ყველა სახის ფორმააგრეთვე აკრძალული მეთოდებით   ნადირობა (თევზაობა). მიღებული მასალების ანალიზის შედეგად შეიძლება გამოიყოს რამდენიმე განსაკუთრებით სახიფათო ფორმები და ის სახეობებირომლებზეც ამ კატეგორიის საფრთხეს მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვს:

ხაფანგებით (ყველანაირინადირობა;

მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება;

ელექტროდენის გამოყენება ;

ჩასადგმელი სათევზაო ხელსაწყოების გამოყენება;

ნადირობა ავტომობილებიდან;

გამანათებელი ხელსაწყოების გამოყენებით ნადირობა_(ფრინველებიგანსაკუთრებით წყალმცურავები).

ამ ჩამონათვალიდან ჩვენს თემასთან ( თვზაობასთან ) ახლოს არის ხაზგასმული საშუაებებირომლებიც დიდ ზიანს აყენებენ ეკოსისტემას .  საფრთხისა და ზიანის მიყენების მიხედვით ჩვენ ეს საშუალებები შეგვიძია დავყოთ ორ ნაწილად : ეკოსოსისტემისათვის ზიანის მომტანი და თვზჭერის საშულებები რომლებიც არ აბინძურებენ გარემოს . პირველ კატეგორიას მიეკუთვნება  მე_2 და მე_3  საშუალება,რომლებიც  ზიანს აყენებენ როგორც წყალში მცხოვრებ არსებებს ასევე  ეკოლოგიასაც.  მომწამლავი ნივთიერებების გამოყენება საქართელოში არც თუ ისე პოპულალურია , მაგრამ არის შემთხვევები როდესაც მდინარეში ან ტბაში ბრაკონიერები ასხავენ მომწამლავ საშუალებებს მაგქლორს ,რომელიც არათუ კლავს თევზს არამედ აბიძურებს მთლიანად  მდინარესა თუ ტბას ,  ბრაკონიერების ამ კანონდარღვევის გამო არათუ იღუპეპა ზრდასრული თვზი არამედ კვდება ,როგორც ლიპსიტა ასევე ამ გარემოშ ბინადარი სხვა ცხოველებიც,როგორებიცაატბის კუბაყაყიდა ქვეწარმავალთა რამოდენიმე სახეობაყოფილა პაქტები როდესაც ამდაგვარი აქტივობის გამო დაღუპულა  გადამფრენი ფრინველიც . ჩვენს ქვეყანაში დღეს-დღეისობით მაინც პოპულალურ ბრაკონიერულ საშუალებად ითვლება  ელექტროდენის გამოყენებარომელიც მზადდება კუსტარულად და გამოყენების თვალსაზრისით არის ეფექტური , “ელექტრო ანკესს” იყენებენ ,როგორც ტბაში ისე მდინარეშიც,  და ეს პროცესი ზოგ რიგ შემთვევაში მიმდინარეობს დაუმალავად. 90_იანი წლების დასასრულსა და 2000_იანი წლების დასაწყისშითევზაობის მხოლოდ ამ სახეს სცნობდა საქართელოამ სახის თევზჭერა მიმდინარეობდა
,როგორც ქალაქ გარეთისე  ქალაქშიდაც ყველას დასანახადძირითადად ბრაკონიერები თევზაობდნენ მტკვარში  და ანადგრუებდნენ თევზის სახეობებს როგორებიცაა:წვერამურწა,ნაფოტა,ჭანარი და .ასეთი აქტივობები ახლაც მიმდინარეობსმაგრამ კანონის გვერდის ავლითა და მალულად.იხტიოლოგების  დაკვირვების შედეგად დადგინდა ,რომ ელექტროდენის გამოყენება არათუ კლავს ,არამედ აზიანებს გადარჩნილ თევზსაცრადგანაც ლიპსიტა ელექტროდენის დარტყმისას დეფორმირდებაიცვლის სხეულის ფორმას და მახინჯდებაასეთი თევზი არ წყვეტს ზრდას იზრდებამაგრამ იგი აღარ არის ჯანმრთელი , რადგანაც ვეღარ ახერხებს გამრავლებასა და ქვირითის დადებას . იხტილოგები ამბობენ იმასაც ,რომ ამდაგვარი საშუალებას საშინელი შედეგი მოჰყვება ზრდასრული თევზის შემთვევაშიცროდესაც თევზი ქვირითობის დროს მიიღებს გარკვეული დონის ელექტრო შოკსის ვეღარ ახერხებს ქვირითის დადებას , ეს ქვირითი მის სხეულში იწყებს ლპოპას და შედეგად  თევზი იღუპება.
წყარო

პრობლემის გადაჭრის საშუალებების მიმოხილვა


საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ბრაკონიერობა ისჯება დამასზედ ტარდება გარკვეული სანქციები როგორიცააჯარიმის დაწესებახელსაწყოების ჩამორთმევა და .მაგრამ ეს კანონები არ არის დახვეწილი , მაგთუ ადამიანი შეამცნევს ბრაკონიერს და შეეცდება მის შეჩერებას ან მაგალითისათვის ამ აპარატის  დაზიანებას , კანონი ამ დროს შენ გსჯის კერძო ნივთის ხელყოფისათვისმაშნ ჩნდება კითხვა თუ რატომ არ ფუნქციონირებს და არ აკონტროლებს  ასეთ აქტივოვებს კომპეტენტური სტრუქტურები ,როგორიცაა გარემოს დაცვის სამინისტრო და პოლიცია . არის შემთხვევები როდესაც  ქალაქგარეთ რაიონებში თავად პოლიცია დადის ელექტრო აპარატით და ბრაკონიერობსმაგთეთრწყაროში სადაც ამ ქმედების შედეგის მხილველი გავხდი , ტბა-ლიპა ,რომელშიც ლიფსიტებიღა  ბინადრობენამ დროს ჩნდება კიდევ ერთი შეკითხვა  თუ რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს ,როდესაც თავად რეგულატორული ფუნქციის მქონე სრუქტურები არ მუშაობენ გამართულადამ საკითხის გადაჭრას ცდილობს ,როგორც საქართველოს მეთვზეთა ფედერაცია ,ისე ცალკეული კლუბებიისმის სხვადასხვა აზრი იმის შესახებ თუ როგორ უნდა ვარეგულიროთ მიმდინარე პროცესები , იწერება კოლექტიური წერილები გარემოს დაცვის სამინისტროში იმ მოთოვნით ,რომ ჩამოაყალიბონ სტრუქტურები ,რომლებიც  გააკონტროლებენ მდინარეებსა და ტბებს  და დაიცავენ ეკოსისტემას .არსებობს ასეთი მოსაზრებაც  ,რომ ყველა ტბა უნდა გახდეს დაცული ტერიტორიასადაც სპეციალური საშვის გარეშე შესვლა იქნება აკრძალული , ამ ტიპის ტბებს ჩვენ ვხვდებით ევროპაში  ,სადაც მეთევზე ყიდლობს ერთი წლის აბონიმენტს გარკვეული საფასურის გადახდისასდა შემდეგ  მას ამ საშვით უფლება ეძლევა სახელმწიფოს ტერიტორიაში შემავალ ყველა ტბაზე თევზაობის უფლება . ხოლო ის თანხა ,რომელიც შედის ამ აბონიმენტების საშუალებით ხმარდება  ტბის დაცვის სისტემას და  მის უზრუნველყოფასასეთი სისტემისდანერგვა საქართველოში იქნებოდა საუცხოოდ მომგებიანი ,როგორც  სპორტსმენისათის ისე ეკოლოგიისათისაცამ სისტემის დანერგავს კი ,რა თქმა უნდასჭირდება კომპეტენტური პირების სერიოზული მუშაობა.

No comments:

Post a Comment