Friday, January 17, 2014

თევზაობა

თევზაობა არის საკვების მოპოვების ისტორიული საშუალებათავდაპირველად თევზჭერა მიმდინარეობდა პრიმიტიული საშუალებებით,როგორიცაა ხის ფესვებისაგან გაკეთებული წნული (ბადე), რისი საშუალებითაც  ადამიანებს შეეძლოთ თევზაობა როგორც ზღვის პირას ისე მდინარესა და ტბაში.
წლების განმავლობაში თევზაობა როგორც ზღვებში ისე მდინარეებსა და ტბებში მიმდინარეობდა  გაუმართლებლადგაუმართლებლობაში მე ვგულისხმობ ბრაკონიერობასა და თევზის იმ რაოდენობის ჭერას ,რომლის რეალიზებაც ფიზიკურად არის შეუძლებელი ,ასევე ამ რეალიზებას  ხელს უშლის დროც რადგანაც თევზი არის მალფუჭებადი . საბედნიეროდ 21- საუკუნეში ჩამოყალიბდა ორგანიზაციები - ფედერაციებიკლუბები ,რომლებმაც ჩამოაყალიბეს მსოფლიოში სპორტული თევზაობა და ცდილობენ ხელი შეუშალონ ბრაკონიერობას.  სპორტული თევზაობა არის ყველაზე ჰუმანური გზა თევზჭერისა , რომლის მიხედვითაც  სპორტსმენს უფლება არ აქვს განსაზგვრულ ზომის ქვემოთ არსებული თევზის ჭერამაგრამ  დღეს-დღეისობით   სპორტსმენებს უბრალოდ მორალი არ აძლევთ უფლებას ,რომ თევზი თან წაიღონ ,სწორდ ამ პრინციპის მიხედვით მეთევზენი ორიენტურებულები არიან თევზის ზომაზე ან თევზის სახეობაზე , რის გამოც სპორტსმენები იყენებენ განსაკუთრებულ საშუალებებსა და თევზაობის სხვადასხვა სახეობებს როგორიცაა  : კობრზე თევზაობა ანუ carp fishing , რომელიც მიმდინარეობს ტბაზე . ბოილილთ თევზაობა , სპინიგით თევზაობა და სხვა .


საქართველოში სამწუხაროდ თევზაობა არ არის განვითარებული ,როგორც სპორტი ,მაგრამ არსებობს მეთევზეთა ფედერაცია , და კლუბები ,რომლებიც ცდილობენ განავითარონ ეს სპორტი საქართველოშიდა ასევე აღადგინონ იმ თევზების პოპულაცია ,რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიანკლუბისა და ფედერაციის წევრები ასევე ცდილობენ  დაეხმარონ ტბებსდა მოხალისეების საშუალებით დაასუფთავონ ტბის მიმდებარე ტერიტორიებიკლუბის წევრები ასევე ხელს უშლიან ბრაკონიერებს ,რომლებიც ცდილობენ ითევზაონ აკრძალული სააშუალებებით ,რომლის გამოყენებაც ისჯება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

No comments:

Post a Comment