Friday, January 17, 2014

თევზაობა

თევზაობა არის საკვების მოპოვების ისტორიული საშუალებათავდაპირველად თევზჭერა მიმდინარეობდა პრიმიტიული საშუალებებით,როგორიცაა ხის ფესვებისაგან გაკეთებული წნული (ბადე), რისი საშუალებითაც  ადამიანებს შეეძლოთ თევზაობა როგორც ზღვის პირას ისე მდინარესა და ტბაში.
წლების განმავლობაში თევზაობა როგორც ზღვებში ისე მდინარეებსა და ტბებში მიმდინარეობდა  გაუმართლებლადგაუმართლებლობაში მე ვგულისხმობ ბრაკონიერობასა და თევზის იმ რაოდენობის ჭერას ,რომლის რეალიზებაც ფიზიკურად არის შეუძლებელი ,ასევე ამ რეალიზებას  ხელს უშლის დროც რადგანაც თევზი არის მალფუჭებადი . საბედნიეროდ 21- საუკუნეში ჩამოყალიბდა ორგანიზაციები - ფედერაციებიკლუბები ,რომლებმაც ჩამოაყალიბეს მსოფლიოში სპორტული თევზაობა და ცდილობენ ხელი შეუშალონ ბრაკონიერობას.  სპორტული თევზაობა არის ყველაზე ჰუმანური გზა თევზჭერისა , რომლის მიხედვითაც  სპორტსმენს უფლება არ აქვს განსაზგვრულ ზომის ქვემოთ არსებული თევზის ჭერამაგრამ  დღეს-დღეისობით   სპორტსმენებს უბრალოდ მორალი არ აძლევთ უფლებას ,რომ თევზი თან წაიღონ ,სწორდ ამ პრინციპის მიხედვით მეთევზენი ორიენტურებულები არიან თევზის ზომაზე ან თევზის სახეობაზე , რის გამოც სპორტსმენები იყენებენ განსაკუთრებულ საშუალებებსა და თევზაობის სხვადასხვა სახეობებს როგორიცაა  : კობრზე თევზაობა ანუ carp fishing , რომელიც მიმდინარეობს ტბაზე . ბოილილთ თევზაობა , სპინიგით თევზაობა და სხვა .


საქართველოში სამწუხაროდ თევზაობა არ არის განვითარებული ,როგორც სპორტი ,მაგრამ არსებობს მეთევზეთა ფედერაცია , და კლუბები ,რომლებიც ცდილობენ განავითარონ ეს სპორტი საქართველოშიდა ასევე აღადგინონ იმ თევზების პოპულაცია ,რომლებიც გადაშენების პირას იმყოფებიანკლუბისა და ფედერაციის წევრები ასევე ცდილობენ  დაეხმარონ ტბებსდა მოხალისეების საშუალებით დაასუფთავონ ტბის მიმდებარე ტერიტორიებიკლუბის წევრები ასევე ხელს უშლიან ბრაკონიერებს ,რომლებიც ცდილობენ ითევზაონ აკრძალული სააშუალებებით ,რომლის გამოყენებაც ისჯება საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით.

თევზაობით გამორჩეული ტბები

  საქართელოს ტერიტორიაზე არსებობს მრავალი თევზაობით გამორჩეული ტბა , რომელიც სპორტსმენის მიერ ფასდება ,როგორც თევზაობის ხარისხით ,ისე ადგილმდებარეობით (ბუნების სიმდიდრით) . ტბების პოპულარობის მიხედვით სპორტსმნეები უპირატესობას ანიჭებენ  ქალაქში არსებულ ტბებსა და ქალაქთან ახლოს მდებარე ტბებს . ქალაქში არსებული ტბებიდან  თევზჭერის ხარისხის მიხედვით გამოიყოფა : გლდანის (თეთრი) ტბა და თბილისის ზღვა.ეს არის ტბები ,სადაც ბინადრობს: კარჩხანა, კობრი, კარპი, ამური თვზების ამ სახეობებს ვხვდებით ორივე ტბაში ,მაგრამ ორივე  ტბა გამოირჩევა ერთმანეთისაგან. მაგალითისათის, რომ ავიღოთ   ტბაზე ჩენ  ვხვდებით სქელ შუბლას რომელიც არ იჭრება თბილისის ზღვაზე ,მაგრამ ამ ტბაში ჩვენ ვხვდები ლოქოს, ნაფოტას და შამაიას  ,რომლებიც არ ბინადრობენ  თეთრ ტბაში.   თბილისის  ზღვა გამოირჩევა მისი სიდიდითა და თევზის სიმრავლით , აღშანიშნავია ის ფაქტიც ,რომ ამ ტბაში მობინადრე თევზის სახეობები იზრდება სკმაოდ დიდი ზომის, ამაზე ,ალბათმოქმედებს ტბის ფართობი. ამ ტბაზე  იჭირება  5 დან 10 კილომდე  კარპი ,რის გამოც  ეს ტბა არის საყვარელი ადგილი კარპ ფიშინგით გატაცებული ადმიანებისათვის.
გლდანის

თბილის სიახლოვეში მდებარე ტბებს შორის  თბილისელებისათვის მოწონადი და პოპულალური არის კუმისი. ეს ტბა არის კერძო, რის გამოც  თვზის რაოდენობა და არის დიდი . ამ ადგილის   სისტემტიურ სტუმრებად შეგვიძლია  ჩავთვალოთ საქართველოს მეთევზეთა ფედერაციის წევრები ,რომლებიც ყოველწლიურად კუმისზე  ატარებენ ჩემპიონატს. სპორტსმენთ ასეთ ყურადღბას ეს ტბა იმსახურებს იმიტომ,რომ ამ ტბაში ბინადრობს  თევზის მრავალი სახეობა როგორიცაა: კობრი, კარპი, საზანი, კარჩხანა, სქელშბლა, თეთრი კობრი და ,ასევემდინარის რამოდენიმე თევზი, რადგანაც ეს ტბა საზრდოობს მდინარითამ ტბაზე თევზაობის მსურეველს უწევს ერთ ერთ ანკესზე 4 ლარის გადახდა ,მაგრამ როდესაც მოინახულებთ კუმისს  პირველი თალში რაც მოგხვდებათ არის  უამრავი ნაგავი,რომელსაც ტოვებენ მოყვარული მეთევზეებიეს შეგვიზძია ჩვენს მენტალიტეტს დავაბრალოთ ,მაგრამ სამწუხარო არის ისიც ,რომ ამ ტბის  პატრონები არ ზრუნავენ მის .
დასუფთავებაზე
სახეობა
 კიდევ ერთი ტბა ,რომელიც პოპულარობით სარგებლობს არის ალგეთის წყალსაცავი. ალგეთის წყალსაცავიწყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ში. წყალსაცავის წყლის საერთო მოცულობა უდრის 65 მლნ. ³, სასარგებლო მოცულობა — 60 მლნ. ³. სიგრძე 3,7 კმ, სიგანე 0,4 კმ. წყალსაცავზე გაედინება მდინარე ალგეთი. დაგეგმილია 1,1 მგვტ-იანი ალგეთის ჰიდროელექტროსადგურის აშენება.[1]. წყალსაცავის წყალი გამოიყენება საირიგაციოდტბისი-კუმისი. აწვდის წყალს სოფლებს: ჯორჯიაშვილს, ასურეთს, ბორბალოს, კოდას, მარაბდას და სხვ. 2007 წელს მორწყა 6 ჰა მიწის ფართობი. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება . ეს ტბა პოპულალურია იმით ,რომ მასში ბინადრობს ლოქო, რომლზეც თვზაობა არი სფეციფიკური ,რაც იზიდავს მეთევზეს.
იყო
რუსეთსაგან განსხვავებით  საქართველოში ზამთრის  თევზაობა არ არის განვითარებული რაც  დასაღონია  სპორტსმენისათვის, მაგრამ 2012 წელს მეთვზეთა ფედერაციამ სცადა  გამოეცადა თევზაობა  შაორზე ,მაგრამ   ეს ექსპედიცია უშედეგოდ დასრულდა. ამისდა მიუხედავად თბილისელები ზამთრის პერიოდში არჩევანს აკეთებენ ჯანდარის წყალსაცავზე, რადგანაც ამ ტბაზე თევზის აქტივობა არ ცხრება. ჯანდარის ტბა თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით 50 კმ-ის დაშორებით, რუსთავიდან კი 20 კმ-ის მანძილზე მდებარეობს. ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება მტკვრის წყლით, რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ატმოსფერული და მიწისქვეშა წყლებისმონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ჯანდარის ტბას არა აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ტბის ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის ლამით


ტბის სიდიდის მიუხედავად მეთვზეთა პოპულარობით სარგებლობს  ჯანდარის არხი, რომლის ნაპირებზეც უამრავი მოყვარული და სპორტსმენიც  თევზაობს   , წელიწადის ამ დროს   ჯანდარის წყალსაცავზე  თევზების აქტივობით გამოარჩევენ :ნაფოტას, კარჩხანას ბლიკას.  
და

თევზაობით გამორჩეული მდინარეები



საქართველო გამორჩეულია მდიდარი ბუნებით, რაზეც მოწმობს ტბებისა და მდინარეების ოდენობა, ტბების რაოდენობითა და თევზის სახეობის სიმრავლით გამოირჩევა  საქართელოს  დასავლეთი ნაწილი ზღვისპირა ტერიტორია ,სადაც პატარა გუბურაშიც კი ბინადრობს თევზი , მაგ: დაბა ურეკში არსებულ ყოველ ქუჩაზე არსებობს არხი ,რომლითაც  წვიმის წყალი ჩაედინება მდინარეში და შემდეგ ზღაში ,სწორედ ამ არხებში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოსბინადრობენ თვზები ,ერთ-ერთი ასეთი მობინადრე არის კეფალი , რომლის ჰაბიტატს წარმოადგენს ზღვა. დასავლეთ საქართელოში ერთ-ერთი საუკეთსო მდინარე ,რომელიც გამოირჩევა თევზის სახეობათა    არის სუფსა, რომელსაც სათავე აქვს მესხეთის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე მწვერვალ მეფისწყაროსთან, ზღვის დონიდან 2800 მეტრ სიმაღლეზე. ერთვის შავ ზღვას სოფელ წყალწმინდასთან. სიგრძე 108 კილომეტრი, აუზის ფართობი 1130 კვ.კმ. მთავარი შენაკადებია გუბაზეული, ბახვისწყალი, ბარამიძისწყალი, შუთი. სუფსა ერთადერთი მდინარეა, რომელიც გურიის მხარის სამივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიედინება. გურიის ქედით გამოყოფილია მდინარე რიონის ხეობისაგან, ხოლო ნასაკირალის სერით მდინარე ნატანების ხეობისაგან. სუფსის ნაპირზე მდებარეობს დაბა ჩოხატაური. შავ ზღვას ერთვის სოფელ წყალწმინდასთან. სუფსაში ბინადრობს თევზის მრავალი სახეობა.ეს არის  თევზების სრული ჩამონათვალი, რომლების მდინარე სუფსაში ბინადრობენ: გველთევზა, გუწუ, ვიმბა, ზუთხი, კალმახი, კაპარჭინა, კარჩხანა, კეფალი, კობრი, ლობანი, ლოქო, ტაფელა, ტობი, ქარიყლაპია, ქაშაპი, ქაშაყი, ქორჭილა, ღორჯო, შამაია, ციმორი, წვერა, ჭერეხი, ხრამული .ამ თევზებს შორის ყველაზე გამორჩეულია ზუთხი, კეფალი, ქარიყლაპია, ქაშაყი,ქაშპი, ქორჭილა და კალმახი , ეს არის იმ თევზების ჩამონათვალი, რომელსაც საქართველოს სხვა მდინარეებში ერთად ვერ შეხვდებითამ თევზებიდან ,ასევე,გამოვარჩევდი  თევზის ორ სახეობას  ქარიყლაპიასა და ქორჭილას ,რომელთა ოდენობაც არის საგრძნობლად  მცირე საქართველოს ტერიტორიაზე  მობინადრე სხვა თევზებთნ შედარებით. ამის მიზეზი კი ისევ და ისევ ქართველთა დაუდევრობის ბრალია , რადგანაც  მოყვარული მეთევზეები ხშირ შემთვევაში  მცირე ზომის  თევზის დაჭერის შემთვევაში, უკან არ უშვებენ მას და არ აცდიან გაზრდას, მაგ: 100 გრამიანი ქარიყლაპია, საქართელოში უკვე ითვლება ზრდასრულად ,როდესაც თევზის ეს სახეობა იზრდება 10 კილომდე . ამ სახის დაუდევრობას ჩვენ ვხვდებით სხვა სახეობებზეც ,მაგრამ  მათ რიცხვობრიობას ეს, ჯერ არ   შეხებია.
სიმრევლით
                კდიევ ერთი მდინარე ,რომელიც გამორჩეულია თევზის სახეობის სიმდიდრით არის ალაზანიმდინარე აღმოსავლეთ საქართველოსა და აზერბაიჯანში, ნაწილობრივ მიედინება ამ ქვეყნების საზღვრის გასწვრივ. ალაზნის სიგრძე 390 კმ, აუზის ფართობი — 11 800 კვ.კმ, წყლის საშუალო ხარჯი — 98 კუბ./წმ. საზრდოობა შერეულია, გამოიყენება სარწყავად. ალაზნის მიმდებარე ვაკეები მევენახეობის მუნიციპალიტეტია. სათავე აქვს კავკასიონზე, მწვერვალ დიდი ბორბალოსაღმოსავლეთ კალთაზე. ზემო დინებაში მთის მდინარეა, შემდეგ გამოდის ალაზნის ვაკეზე და იტოტება. ერთვის მინგეჩაურის წყალსაცავს (აზერბაიჯანი). წყალსაცავის აგებამდე ალაზანი პირდაპირ მტკვარში ჩაედინებოდა.
ალაზანში მობინადრე თევზებია : ლოქო, საზანი, ხრამული, ჭანარი, მურწა, წვერა, ქაშაპი, ნაფოტა, ბლიკა, კაპარჭინა, შამაია, გველანა. ამ თვზებს შორის სპორტსმენები გამოყოფენ ალაზნის ლოქოს ,რადგანაც ეს თევზი ამ მდინარეში შედარებით დიდი იზრდება ,ვიდრე საქართველოს სხვა მდინარეებსა თუ ტბებშიამ მდინარის  ლოქო იზრდება 10 დან 15 კილომდე ეს არის ზომა ,რომელიც უფრო ხშირად ჭერადია, მაგრამ ყოფილა შემთვევები,როდესაც 15 კილოზე დიდი ზომის ლოქოც დაუჭერიათ, ამ ადგილებშ თევზაობის დროს გასათალისწინებელია ის ფაქტიც ,რომ  ალაზნისმიდამოებში მრავლად ბინადრობენ ქვეწარმავლები და მორიელები ,
                საქართველოში ყველაზე პოპულალური მდინარე არის მტკვარი ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში 2742 -ზე, ყიზილ-გიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ, აუზის ფართობი 188 ათ. კმ². საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ- უდრის.
დაახლოებით
ეს მდინარე ქართველებისათის და კერძოდ თბილისელებისათის არის პოპულალური, რადგანაც მდებარეობს  ქალაქის ცენტრში და მისადგომად არის ძალიან მოსახერხებელი ქალაქელისათვის. მტკვარში ბინადრობს: ჭანარი, მურწა, ნაფოტა, წვერა, კარჩხანა, კობრი ,ლოქო ეს არის  თევზის სახეობები ,რომლებიც ზოგადად ბინადრობენ ამ მდინარეში მაგრამ ქალაქის ცენტრში მეთევზეები ძირითადად იჭერენ  ჭანარს, მურწას, ნაფოტასა და კარჩხანას, ხოლო დანარჩენ სახეობებს ქალაქ გარეთ , ზოგის აზრით, ეს მოვლენა იმიტომ ხდება,რომ მტკვარში ჩაედინება მთლიანი ქალაქის კანალიზაცია და არის ძალიან დაბინძურებული  საშენი მასალითა და ნაგვით, ეს ფაქტორი კი უარყოფითდ მოქმედებს მდინარის ეკოსისტემაზე , ამ პირობებიდან გამომდინარე  ზოგი მეთევზე უპირატესობას ანიჭებს ქალაქ გარეთ თევზაობას, ამ სურვილს ამძაფრებს ისიც ,რომ ნაგვის არსებობა მდინარეში საგრძნობლად აძნელებს  თევზაობას ,რადგანაც ხშირია ძუის ჩაწყვეტა, და ანკესის გატეხვაქალაქ გარეთ მეთვზენი უპირატესობას ანიჭებენ რუსთავისა და მცხეთის  მხარეს არსებლ მტკვრის  ნაწილს ,რადგანაც არის  დაწმენდილი და არ არის დაბინძურებული.


 წყარო